სოსო გოგაშვილის სახლში სუს-ის გამომძიებლები ქონების აღსაწერად მივიდნენ

21.10.22 13:43
სოსო გოგაშვილის სახლში სუს-ის გამომძიებლები ქონების აღსაწერად მივიდნენ

სოსო გოგაშვილის სახლში სუს-ის გამომძიებლები გამოჩნდნენ.

ავთო ვარაზის 91-ში ერთ საათზე მეტია ექსპრეტები მუშაობენ. 

ლილუაშვილის უწყების თანამშრომლები გოგაშვილების სახლში აღწერას ატარებენ. ასურათებენ ყველაფერს - კარადებს, სკამებს მაგიდებს და სამზარეულო ტექნიკასაც კი.

გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რა მოცულობის ქონებას ფლობს სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახი. 

ყველა ნივთს, რომელიიც ვიცეე პოლკოვნიკის სახლშია დღეს დაასურათებენ და საქმეს დაურთავენ.

„მოვიდნენ როგორც გამომძიებლები, ისე სამხარაულის ბიუროს წარმომადგენლები. როგორც განჩინებაში ვნახე, ეს იქნება ქონების დეტალური დათვალიერიება და აღწერა“. - ამბობს გოგაშვილის ადვოკატი
 

მსგავსი სიახლეები