ჩვენს სახლში არის გრიგოლ ლილუაშვილის ე.წ. ფოტოსესია - ნინი გოგაშვილი

21.10.22 13:55
ჩვენს სახლში არის გრიგოლ ლილუაშვილის ე.წ. ფოტოსესია - ნინი გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის სახლში სუს-ის გამომძიებლები და ექსპერტები ქონების აღწერას ერთ საათზე მეტია აწარმოებენ.

სუს-ის ყოფილი შეფის შვილი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ე.წ. ფოტოსესია აქვს მათ სახლში.

ნინი გოგაშვილის თქმით, აღსაწერ ნივთებში ის ნახატებიცაა, რომელიც მას და მის ძმას მოქმედმა მარალჩინოსნებმა ქორწილში აჩუქეს

ბოლო სამი თვეა გრიგოლ ლილუაშვილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დევნის საფუძველზე ცდილობს, რომ შეგვავიწროვონ და არ მოგვცენ მშვიდად ცხოვრების საშუალება. დღეს არის გრიგოლ ლილუაშვილის ე.წ. ფოტოსესია. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენს სახლში ჩაატარონ აღწერა. ჩვენს სახლში სუს-ის თანამშრომლებს დახვდებათ ნახატები, რომლებიც, სხვათაშორის, მე და ჩემს ძმას ქორწილში ტაბატაძემ, კახიშვილმა, ჯანყარაშვილმა გვაჩუქა“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.

მსგავსი სიახლეები