მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი მსგავს ქმედებაში ადრეც იყო ბრალდებული

21.10.22 17:26
მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი მსგავს ქმედებაში ადრეც იყო ბრალდებული

სკოლის მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი მსგავს ქმედებაში ადრეც შემჩნეული იყო. 

ირკვევა, რომ 2 წლის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულში მხილებული პიროვნება სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავათ 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ადვოკატი ამბობს, რომ იგივეე პიროვნება, სხვა საქმეებში პოლიციის მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

2020 წლის მარტში მყავდა მოწინააღმდეგე მხარედ. ქალბატონის მიმართ სექსუალური ძალადობის გადაკიდების მიზნით სასამართლოს მიერ ის 500 ლარით იქნა დაჯარიმებული. არასასურველ ქმედებებს მის სამსახურში დასაქმებული ქალბატონის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ჩვენ გვაქვს მიმიწორები, სადაც ის ჩემ დასაცავ პირს სთავაზობდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობებ. ის ფიგურირებს რადენიმე სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობდეს პროკურატურასთან“. - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მოსწავლეების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები