ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი - 2 წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა

21.10.22 19:03
ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი - 2 წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ჩოგანი,  ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყველა ეპიზოდზში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ერთ დროს ვარსკვლავური წყვილის 2 წლიანი დავა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ნიკოლოზ ბასილაშვილს მოეხსნა ბრალდება და მას გირაოს სახით შეტანილი თანხა უკან დაუბრუნდება. 

ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოითხოვა.

2020 წელს  ფიზიკური და ფსიქოლოგიური  ძალადობის ბრალდებით ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს მიმართა, რასაც მოჰყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპატიმრება, თუმცა ჩოგბურთელი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები