ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას - ბასილაშვილის პირველი კომენტარი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ

21.10.22 20:30
ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას - ბასილაშვილის პირველი კომენტარი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ

ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას - საქართველოს პირველი ჩოგანის კომენტარი ორწლიანი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ ყოფილ მეუღლეზე ამ ეტაპზე რაიმეს თქმას არ აპირებს და მისი მთავარი მიზანია შვილთან 2 წლიანინ განშორების შემდეგ ურთიერთობების დალაგება, აღდგენაა. 

ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია ამ სასამართლოს გამო. ამიტომ უნდა დავიწყო ამ ურთიერთობების აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება. 

არ მინდა საჯაროდ რაღაც ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ის ყველა შემთხვევაში ის არის ლუკასის დედა, ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. ჩემს პირადზე არ მსურს საუბარი, ეს ყველაფერი უნდა გადავხარშო. 

მე ველოდი ჩემთვის სამართლიან გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა. - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  ნიკოლოზ ბასილაშვილი 5-ვე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს პირველ ჩოგანს ბრალად ედებოდა ყოფილ მეუღლეზე ძალადობა. 

მსგავსი სიახლეები