გაფორმდა ფემიციდი, მიკერძოებულმა სისტემამ კიდევ ერთხელ ამხილა თავი - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

21.10.22 20:44
გაფორმდა ფემიციდი, მიკერძოებულმა სისტემამ კიდევ ერთხელ ამხილა თავი - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

გაფორმდა ფემიციდი, მიკერძოებულმა სისტემამ კიდევ ერთხელ ამხილა თავი - ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს.

ანა აბაშიძის მტკიცებით, მოსამართლემ არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ნეკა დოროყაშვილის დაცვა გაგრძელდება.

გაფორმდა ფემიციდი! 
მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად. 
თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება. 
არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას! 
გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული. 
მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა. 
მადლობა ჩემ ყველა თანამშომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!! 
განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და  არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!
- წერს ანა აბაშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 წლიანი დავა ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის საქართველოს პირველი ჩოგანის გამართლებით დასრულდა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი 5-ვე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო და მას უფლება მისცა, გირაოს თანხა, 100 ათასი ლარი,  უკან დაიბრუნოს. 

მსგავსი სიახლეები