ადვოკატებმა დასკვნა წარმოადგინეს, რომ ბასილაშვილმა დოროყაშვილი მხირდა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა - მოსამართლე
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების გადაწყვეტილებას განმარტავს.
ხარჩილა, რომელმაც ნომერ პირველი ჩოანი ხუთივე აპიზოდში უდანაშაულოდ ცნო, აცხადებს, რომ "დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა".
ამ დასკვნიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსქიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა"- თქვა ხარჩილავამ.