დეზერტირების ბაზარში წითელი წიწაკის ნაცვლად, სიცოცხლისთვის საშიში, აკრძალული ნივთიერება „პაპა რედი“ იყიდებოდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეზერტირების ბაზარში წითელი წიწაკის ნაცვლად აკრძალული წითელი ნივთიერება „პაპა რედი“ იყიდებოდა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
პროდუქცია ამოიღეს და გარე მოვაჭრები დააჯარიმეს, თუმცა „პირველებთან“ საუბარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საშიშ წიწაკას ისინი სხვა პირისგან ყიდულობდნენ.
მოვაჭრეები დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და „პირველებთან“ ამბობენ, რომ წიწაკას კომპანია „ჯეო“-დან ყიდულობენ, რომელსაც აქვს სერთიფიკატი, თუმცა არ გვეუბნებიან, როგორ აღმოჩნდა მათ დახლებზე მომწამვლელი წიწაკა.