ისანი მოლის შენობაში გაურკვეველმა ნივთიერებამ გაჟონა და ადამიანების ინტოქსიკაცია გამოიწვია
ისანი მოლის შენობაში გაურკვეველმა ნივთიერებამ გაჟონა.
განგაში სავაჭრო ცენტრში საღამოს ატეხეს, მაშინ როცა ნივთიერება ჰიპერმარკეტის ტეროტირიაზეც გავრცელდა და ადამიანების ინტოქსიკაცია გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი, ამიტომ უცნობია რა მოხდა. თუმცა ფაქტიაა, რომ სურსათის შესაძენად მაღაზიაში მისულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებაა დასჭირდათ.
ადგილზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა, ამის მიუხედავად ისანი მოლის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ადამიანების მოწამვლა.