თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა - დაშავებულია 3 პირი

22.10.22 12:26
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა - დაშავებულია 3 პირი

ლაღიძის ქუჩა ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქეს. 

ძლიერი აფეთქების ხმა ხალხმა 11 საათზე გაიგო, თუმცა ყველაფერს წინ ხმაური და ახალგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბი უძღოდა.  

დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ, თვალი აქვს დაზიანებული.

აფეთქება იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივებმა სახლები დატოვეს.

"ერთმა მეორემს ლიმონკა ესროლა და გამვლელები დაშავდაო. 2-3 საათის წინ მოხდა ფაქტი. ხმაზე გამოვცვივდით, ისეთი ხმა იყო, მიწისძვრა გვეგონა". - ამობს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ახლაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორიას  ასურათებენ.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ჰყავს დაკავებული შსს-ს მომხდარზე.

მსგავსი სიახლეები