პოლონეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია საქართველოს 3 მოქალაქე

22.10.22 13:52
პოლონეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია საქართველოს 3 მოქალაქე

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა.

პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

მსგავსი სიახლეები