თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების არეალი ფართოვდება - თაბუკაშვილზე დაცხრილული ავტომობილია ნაპოვნი
თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების საგამოძიებო მოქმედებების არეალი ფართოვდება.
მოვლნების ეპიცენტრშია თაბუკაშვილის ქუჩა, სადაც დაცხრილული ავტომობილია ნაპოვნი.
ადგილზე ახლაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, დამნაშავე სწორედ ამ მანქანის დახმარებით მიიმალა.
ამ დრომდე უცნობია რა მოხდა ლაღიძის ქუჩაზე და რატომ ააფეთქეს ხელყუმბარა ქალაქის ცენტრში.
ქალაქის ცენტრალური ქუჩები ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, გადაკეტილია ყველა პარალელური ქუჩა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.