ნეკა დოროყაშვილმა განაჩენის შემდეგ „ნოდარ მელაძის შაბათს“ პირველი ინტევრიუ მისცა

22.10.22 15:16
ნეკა დოროყაშვილმა განაჩენის შემდეგ „ნოდარ მელაძის შაბათს“ პირველი ინტევრიუ მისცა

პირველი ინტევრიუ განაჩენის შემდეგ ნეკა დოროყაშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათს“ მისცა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი „ტვ პირველს“ უყვება რა მოლოდინი ჰქონდა პროცესის დაწყებამდე. 

„საქმეს წავიღებ სტრასბურგამდე“ -  ამბობს ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი.  მოსამართლის განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს დოროყაშვილიი ამბობს, რომ  ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელითაც აგრძელებს. 

შეგნებულად არ მივედი სასამართლოში. ველოდი ამ შედეგს, რადგან წინა დღეს რაც მოხდა დარბაზში, წინასწარი განწყობები კარგად დავინახეთ, როდესაც სასამართლო დარბაზში მივიდნენ მასთან და ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა გამიჩნდა წინასწარი განწყობები“. - ამბობს ნელი დოროყაშვილი.

ნელი დოროყაშვილის ნატა ქაჯაიასთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ დღეს „შაბათის ეთერში“, ზუსტად 8 საათზე გავა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  ნიკოლოზ ბასილაშვილი 5-ვე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს პირველ ჩოგანს ბრალად ყოფილ მეუღლეზე ძალადობა ედებოდა. 

მსგავსი სიახლეები