აფეთქება თბილისში - თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო

22.10.22 16:59
აფეთქება თბილისში - თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო

თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო.

ძველი თბილისის სამმართველოში იბარებენ ყველას, ვინც შემთხვევას შეესწრო და დაინახა, როგორ აფეთქდა ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ აკავებს სავარაუდო დამნაშავეს. ოპერის მიმდებარედ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია დატოვეს. 

ამ დრომდე კი მოვლენების ეპიცენტრში რჩებაა თაბუკაშვილის ქუჩა. სამართალდამცველები აფეთქების შედეგად ანასხლეტით დაზიანებულ ავტომობილს ათვალიერებენ. 

სამი დაშავებულიდან კი ერთის მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ლაღიძის ქუჩაზე ხალხმა დასისხლიანებული ნახა.

ერთი ადამიანი სულ დასისხლიანებული იყო. ბევრნი იყვნენ, იჩხუბეს და ერთმა ხელყუმბარა ისროლა". - ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში, ლაღიძის 8 ნომერში აფეთქება მოხდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები