„ალბათ, ნიკოლოზმა მოისყიდა, გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით“ - დოროყაშვილი ექსპერტზე

22.10.22 21:36
„ალბათ, ნიკოლოზმა მოისყიდა, გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით“ - დოროყაშვილი ექსპერტზე

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი -  პირველი ინტერვიუ ნეკა დოროყაშვილთან განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პირველი ჩოგანი მისი მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არასდროს ყოფილა. 

მისივე განცხადებით, კერძო ექსპერტმა, რომელმაც დაასკვნა, რომ პირველი ჩოგანი დოროყაშვილის მხრიდან სფიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო,  თავის დროზე მის შვილზეც დადო დასკვნა, რომ მცირეწლოვანი ძალადობის მსხვერპლი იყო: 

საინტერესოა ის ექსპერტი, ნათია წერეთელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დადო. ამ ქეისში ინტერესთა კონფლიქტი იყო, რადგან ის რომ ჩემი შვილი იყო ძალადობის მსხვერპლი ამ ქალმა დაადგინა. შემდეგ ალბათ, ნიკოლოზა მოისყდა. გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით. სამართლებრივ ეტალებში ახლა აღარ შევალ. სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზას არ დაეყრდნო. ასე შეოძლება, ნებისმიერი ადამიანი მივიდეს, გადაიხადოს ფული, და დააწერინოს ნებისმირი სახის ფსიქოლოგიური ექსპერტია"- თქვა დოროყაშვილმა. 

მისი თქმით, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაიზიარა ნიკოლოზ ბასლაშვილია 10 წუთიანი რეპლიკა, სადაც მოდელის თქმით, ბასილაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ჩოგბურთელის ინტერნეტ ბანკის  პაროლი. 

დოროყაშვილმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და ასევე შოპინგის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება. 

ფოტოებზე იყო საუბარი, რომ საყდლებზე ვიყავი და "სეფორას" პარკი მეჭირა. სანამ ძალადობა მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე, ნიუ-იორკში ნიკასთან ერთად ვიყავი და ყველგან ერთად დავდიოდით, როგორც კორტებზე, ასევე რესტორანში. "სეფორაშიც" დავდიოდით, რადგან ნიკოლოზიც ყიდულობდა სახის კრემებს. მე დანიკოლოზს ერთი კარტა გვქონდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე. ეგ კარტა მან წაიღო და შესაძლოა "ვიქტორია სეკრეტში" ან "სეფორაში" მისმა საყარელმა იშოპინგა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები