„ნიკა მეუბნებოდა, რომ ვარ მეფე და შემიძლია მოვისყიდო მთელი საქართველო“ - ნელი დოროყაშვილი

22.10.22 22:03
„ნიკა მეუბნებოდა, რომ ვარ მეფე და შემიძლია მოვისყიდო მთელი საქართველო“ - ნელი დოროყაშვილი

 „ნიკა მეუბნებოდა, რომ ვარ მეფე და შემიძლია მოვისყიდო მთელი საქართველო“ - ამის შესახებ ნელი დოროყაშვილიმა "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო სასამართლო პროცესზე შეგნებულად  არ მივიდა და არა იმიტომ, რომ მოსალოდნელი განაჩენის გამო, არამედ, ბოლო ეტაპზე გაუჩნდა ანცდა, რომ "მათ დალაგებული ჰქონდათ რაღაცები". 

ზუსტად იგივე განმეორდა, რაც ხდებოდა ბასილაშვილბის ოჯახში. მოსამართლემაც იგივე გაიმეორა, მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა. 

ნიკა მეუბნებოდა, რომ ვარ მეფე, ავიყვან ძალიან ბევრ ადვოკატს, მაქვს ფული და შემიძლია, მთელი საქართველო მოვისყიდო. მე შენ ჩამოგართმევ დედობის უფლებას და შენ არავინ დაგიჯერებს. ის რასაც მპირდებოდა, აღასრუა ბატონმა ნიკოლოზმა"- თქვა მოდელმა. 

ნელი დოროყაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "წაგება არ არის, ბრძოლის დასაწყისია". 

ბრძოლას ახლა ვიწყბთ! ამის აღმოგხვრა საქართველოში თუ ვერ შევძელით, ბრძოლას საერთაშორსო მასშტაბით გავაგრძელებთ. წავალთ სტრასბურგში"- აღნიშნა ნელი დოროყაშვილმა.

მსგავსი სიახლეები