ლიკანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

23.10.22 11:44
ლიკანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 75 წლის მოხუცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეყვანილმა ოფელია ტონოიანმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. ბუნებრივმა აირმა სწორედ მის ბინაში გაჟონა.

ლიკანში მოსახლეობა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმოამდგენლების გამოჩენას ამ დრომდე ელოდება. უსახლკაროდ დარჩენილმა 48 ოჯახმა ღამე ნათესავებთან და სასტუმროებში გაათენეს. 

მოსახლეობა ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

მოხდა გაზის გაჟონვა და აფეთქება. ეს ქალი გადმოვარდა, ტალღამ გამოისროლა. ძირა დაეცა და სინკარი იყო ზევიდან მასზე. გასული რამე ჩემს თანამშრომელთან გავათენე და ახლა აქ, სასტუმროში დამაბინავეს. გვჭირდება დახმარება, რომ დროულად მოვიდეს ექსპერტიზა ჩატარდეს, სახლებში შევიდეთ, - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე. 

უბედური შემთხვევა ლიკანში გუშინ მოხდა. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ახელდება, თუმცა ზუსტ მიზეზებზე საუბარი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

 

 

მსგავსი სიახლეები