"ექიმის ბრალია" - რას ამბობენ გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები
სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდეგ დაღუპული გოგოს ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. 23 წლის ლანა დარჯანიას ახლობებლები ექიმებს გულრგილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
დააწვინეს იქ ხუთშბათას. გამოგვატანეს პარასკევს. საჭმელი ვერ ჭამა, რაც ჭამა, ყველაფერი დააბრუნა. საავადმყოფოში გვითხრეს, გადასხმა უნდა, მეტი არაფერი არ უნდა, კარგია ყველაფერი, კიდევ კარგი სისხლი არ წამოუვიდაო და მეორე დღეს წამოუვიდა სისხლი. ვისი ბრალია? ექიმის ბრალია, - ამბობს ოჯახის წევრი.
ოჯახის კიდევ ერთი წევრის თქმით, ექიმებმა გართულების მიზეზად საკვების მიღება დაასახელეს, ტუმცა გოგონას საკვები არ მიუღია.
გადასხმა გაუკეთეს და გამოუშვეს, რომ ყველაფერი კარგად არისო და ახლა როგორ ამბობენ იმას, რომ... საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს. შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა. ღებინების შეგრძნება ჰქონდა ბავშვს, იმას ყურადღება არ სჭირდებოდა?, - ამბობს ოჯახის ახლობლები.
კლინიკა "გიდის" ხელმძღვანელი კი მომხდართან დაკავშირეით პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ამბობს, რომ პაციენტს ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით ჩაუტარდა.
პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია კარგად. დამაკმაყოფილებელი იყო მისი მდგომარეობა რომ გაეწერა და დარიგებაც მიიღო, როგორც ყევლა სხვა პაციენტები იღებენ დარიგებებს, ზუსტად ისე ყველაფერი აბსოლუტურად, პროტოკოლის მიხედვით. უბრალოდ, მერე, სადღაც მე-4 დღეს განუვითარდა, როგორც ვიცი, სისხლდენა და რა მოხდა, როგორ და რის გამო განუვითარდა სისხლდენა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვი, მაგრამ ცალსახად გეტყვით, რომ აქ ექიმის ბრალი ნამდვილად არ არის. ერთხელ იყო მარტო ჩვენთან, რომ გაიკეთა ოპერაცია. შემდეგ გაეწერა. ექიმი დამნაშავე არის რომ რამე იყოს, სისხლდენა ოპერაციის დროს ან კლინიკაში ყოფნის დროს. კარგი იქნება, რომ დაველოდოთ გამოძიებას, - ამბობს დიმიტრი მხეიძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდეგ 23 წლის ლანა დარჯანია გარდაიცვალა.