დედაქალაქის მერის მოადგილემ კახი კალაძეს საბრალდებო დასკვნა წაუკითხა - ხაბეიშვილი

23.10.22 13:26
 დედაქალაქის მერის მოადგილემ კახი კალაძეს საბრალდებო დასკვნა წაუკითხა - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებას საბრალდებო დასკვნას უწოდებს, რომელიც მან კახი კალაძეს წაუკითხა. საუბარია განცხადებაზე, სადაც მერის მოადგილემ თქვა, რომ ვაკის პარკის შადრევანი ისე გაიხსნა, რომ იქ სარეაბილიტაციო სამუშოაბეი დასრულებული არ ყოფილა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ საგამოძიებო უწყებებს თბილისის მერი გამოკითხვაზე დაუყოვნებლივ უნდა დაებარებინათ. 

მერის მოადგილემ საბრალდებო დასკვნა წაუკითხა მერს, როცა თქვა, რომ დაუსრულებელი ანუ მიმდინარე იყოო და ჩვენ ამასობაში გავხსენითო. ჩვენ, რა, კახი კალაძემ ანუ მან, მერის მაოდგილემ სისხლის სამართლის დანაშაულში მისსავე მერს, კახი კალაძეს დასდო ბრალი და მისივე ინტერვიუს შემდეგ, მისივე განცხადების შემდეგ უსწრაფესად უნდა მომხდარიყო დედაქალაქის მერის დაბარება საგამოძიებო უწყებებში. ის, რომ  პროკურატურატურა დაიბარებს-არ დაიბარებს, საგამოძიებო უწყებები მივლენ-არ მივლენ კალაძემდე, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილზე, - თქვა ხაბეიშვილმა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ვაკის შადრევანი მერიამ კანონდარღვევით გახსნა. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს დანაშაული აქვთ ჩადენილი. 

ხელშეკრულებაში, რომელიც კალაძის გუნდმა მკვლელი შადრევნის მშენებელთან გააფორმა, წერია, რომ მერიას შადრევანი ჯერ უნდა გადმოებარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეფორმებინა მიღება ჩაბარების აქტი, რაც  მერიის მაღალჩინისნებმა არ გააკეთეს. შადრევანი ისე ჩართეს და გახსნეს, რომ მერიის არცერთ სამსახურს არ ჰქონდა გადაბარებული და არ არსებობდა დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

მსგავსი სიახლეები