მურუსიძე კულუარებიდან გამოვიდა - სასამართლო კლანის ბოსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბრუნდება
ლევან მურუსიძე კულუარებიდან გამოვიდა. სასამართლო კლანის ბოსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბრუნდება. მეორე კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილია.
იუსტიციის საბჭოს დღეს მხოლოდ ერთი წევრი უნდა აერჩია, თუმცა მოულოდნელად საბჭოში მუშაობაზე უარი ორმა მოქმედმა მოსამართლემ თქვა. აბუსერიძემ და გოგინაშვილმა ადგილები, სავარაუდოდ, კლანის ზეოწლის გამო დათმეს.
მოსამართლეთა კონფერენციაე კანდიდატების არჩევის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.
იუსტიციის უმაღლეს საბწოში დაბრუნების მოტივად მურუსიძე იმ ბრალდებებს ასახელებს, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემატიურად ჟღერდება. საუბარია კლანზე და მის გავლენებზე სასამართლო სისტემაში. მისი თქმით, არსამტავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ბრალდებებს აჟღერებენ, ის ტრიბუნიდან უპასუხებს.
არ მოისვენეს, ვთქვათ, არასამთავრობო სექტორი იქნება , სხვადასხვა პოლიტიკოსები, ექსპერტები და ხშირად ისევ ატრილებენ ჩემს სახელს. ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას და ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში ქვეყანაში, მაბრალებდნენ. ამიტომ, რადგან ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს და რამე, მე თვითონ გავცემ პასუხს. არასამტავრობბო სექტორი იქნება თუ რაღაც რეალურად გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს არის ხელის შემშლელი, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად და შესაბამისად, სასამართლო იბრძვის ტავისი დამოუკიდებლობისთვის და ჩემი მოშორებით და ჩემი დისკრედიტაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ შემდგომ დაშლიან სასამართლო სისტემას და შემოვლენ იმ კადრებით, რომლითაც მართავენ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, საერთოდ ხომ არ წავიდე სასამართლო სისტემიდან, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ მურუსიძე, მურუსიძე... თან განაზოგადეს ეს სახელი, - თქვა ლევან მურუსიძემ.