საქართველო ოკუპანტ ქვეყანაზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა

23.10.22 15:42
საქართველო ოკუპანტ ქვეყანაზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა

იმ ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, საქართველო ოკუპანტ ქვეყანაზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. რუსეთის  სახელმწიფოსთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ირკვევა, რომ ბოლო 9 თვეში ექსპორტი 11%, იმპორტი კი 73%-ით არის გაზრდილი. გახუთმაგდა ნავთობპროდუქტების იმპორტიც. რეკორდულია რუსული ფქვილის, ნახშირის და მარგარინის შესყიდვა.

ეკონომისტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

გაქვს ხელმოწერილი ევროკავშირთან, გაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან, აზიურ ბაზრებთან და ამის ფონზე, შენი მტავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ხდება რუსეთი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ბაზარი მსოფლიოში და ამას დამატებული არის აგრესორი, ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფო. უკვე ასპექტში გადადის ამაზე საუბარი და ეკონომიკას სცდება, სამწუხაროდ, - ამბობს ოთარ აბესაძე. 

"ქართული ოცნება" კი ამ ირწმუნება, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაზიანდებიან. 

მერმწუნეთ, რუსეთ ერთი გრამიტაც ვერ დავაზიანებთ სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით, მაგრამ თუ შეწყვდება სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს სერიოზულად დააზიანებს ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის ინტერესებს. გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას და ა.შ. ეს იქნება სერიოზული პრბლემა ანუ როცა რუსეთს ვერ დააზიანებ რაღაც ნაბიჯით და საკუთარ თავს და მოსახლეობას დააზიანებ, ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა, - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები