ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს. ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე წუთი წინ დასრულდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს.
"პირველებმა" მათ დაუსვა კითხვა, უკავშირდებოდა თუ არა მათი წასვლა მურუსიძე-გვრიტიშვილისთვის ადგილების დათმობას, თუმცა ამ ვერსიას ორივე უარყოფს.
რატომ დავუთმე ადგილი? მე მქონდა უფლება დამეთმო ჩემი თანამდებობა და ეს არავინ არ იცის, ვინ გახდებოდა წევრი, - ამბობს გოგინაშვილი.
თავის მართლების რეჟიმშია გოცა აბუსერიძეც.
რამდენიმე დღის უკან საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ამირჩია სადისციპლინო პალატის წევრად შესაბამისად, ჩემი თანამდებობა შეუთავსებელი იყო უკვე იუსტისიი უმაღელესი საბჭოს წევრობასთან. რაც შეეხება ე.წ. კლანურ მმართელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ აღნიშნული განმარტება ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელია. შეუძლებელია გოცა აბუსერიძის და ვინმე სხვა მოსამართლეს ვინმემ დაურეკოს და უთხრას კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების შედეგი, - ამბობს აბუსერიძე.