რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები დაავეჯი - გოგაშვილის სახლში სასაქონლო ექსპერტიზის მეორე დღეა

24.10.22 11:44
რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები დაავეჯი - გოგაშვილის სახლში სასაქონლო ექსპერტიზის მეორე დღეა

რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები, კონდიციონერები, ჭაღები და ავეჯი - სოსო გოგაშვილის სახლში სასაქონლო ექსპერტიზის მეორე დღეა. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი და გოგაშვილის ადვოკატი ამ წუთებში ანტიკორუფციული სამსახურის გამომძიებლებს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუეორ ექსპერტებს ელოდებიან. 

სოსო გოგაშვილის შვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას რეალურად არა ქონების შეძენის  კანონიერება, არამედ მისი ჩამორთმევა აინტერესებს. 

პარასკევს ჩატარდა საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზა. ვინაიდან ვერ შეძლეს სრულად აღეწერათ სახლშ არსებული ვითარება, ამიტომ გადაიდო მეორე ვიზიტი, დღეს ჩატარდება. ექსპერტები მოვლენ, ისევ სუსის გამომძიებლები და რაც დარჩა არსაწერი გააგრძელებენ ამ პროცედურას დღეს. მათი მიზანია, რომ საბოლოოდ, გაგვასახლონ სახლებიდან, რომლებიც ჩვენ კანონიერად გვაქვს შეძენილი. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციას, რომ ჩვენ, მაგალითად, კონკრეტული სახლი ვიყიდეთ სესხის საშუალებით, - ამბობს ნინო გოგაშვილი. 

ამასვე ამტკიცებს ადვოკატიც. 

ქონება არის იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში. ქონების შეძენის ფაქტი და მასზე განხორციელებული სამსუშაოს ღირებულება იოსებ გოგაშვილს თავის დროზე დაფიქისრებული ჰქონდა დეკლარაციაში და ჩვენ ყველანაირი დოკუემნტი გვაქვს იმისა, რომ ქონება შეძენილი იქნა კნაონიერად. შესაბამისად, რაიმე პერსპექტივა, რომ ეს ქონება ჩამორთმეული იყოს, ჩვენ, დაცვის მხარე, ვერ ვხედავთ, - ამბობს  დიმიტრი ღონღაძე. 

მსგავსი სიახლეები