ეს ურბანული კატასტროფაა, უნდა შეჩერდეს! - ,,ანტიკორუფციული მოძრაობა" მზიურის პარკში მიმდინარე მშენებლობაზე
სავარაუდო კორუფციული ინტერესები მზიურის პარკში - ახალ ბრალდებები თბილისის მერის წინააღმდეგ.
,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებს აქვთ ეჭვი, რომ მზიურის პარკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა დარღვევებითა და ყალბი საექსპერტო დასკვნითაა გაცემული.
თბილისის მერიის მიერ გაცემულ ნებართვას აქვს ხარვეზები, ეს არის ქაოტური განაშენიანებისა და ურბანული კატასტროფის მაგალითი, საფრთხე ემუქრება ატენის მაცხოვრებლებს.
ჩვენ ვხედავთ შავით თეთრზე, როგორ არის დარღვეული სამშენებლო, უსაფრთხოების ნორმები. ფაქტობრივად, 90 მეტრიანი შენობა-ნაგებობა შენდება ზედ მზიურზე.
ეს არის კატასტროფა, ეს არის დაუშვებელი და ეს უნდა შეჩერდეს! - ამბობს ლაშა ფარულავა, ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი