თბილისის ცენტრში ალექსანდრე გვარიშვილის ავტომობილის აფეთქება სცადეს
პოლიცია ამ დრომდე ცდილობს, დააკავოს თავდამსხმელების ჯგუფი, ვინც თბილისის ცენტრში ბიზნესმენის მანქანის დაწვა სცადა. ავტომობილი საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
ალექსანდრე გვარიშვილის საცხოვრებელ სახლთან, ზანდუკელის 20 ნომერთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამართალდამცველები ახლა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს სწავლობენ.
გვარიშვილებმა ავტომობილი ტექდათვალიერებაზე წაიყცანეს, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის მძღლი ამბობს, რომ მაქანა გამართულია, შესაბამისად მას ცეცხლი ტექნიკური მიზეზით, სავარაუდოდ, არ უნდა გასჩენოდა.
ადგილზე საწვავის კვალი ამ დრომდე ჩანს.
,,პრინციპში ეს მანქანა ეკუთვნის ქალბატონს. როდესაც ის მოვიდა სახლში, ანუ ალექსანდრე გვარიშვილს მეუღლეს, ზუსტად 10 წუთის შემდეგ უბრალოდ გაიგო გამვლელების ყვირილი, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ჩქარა-ჩქარა ცეცხლი უკიდია რაღაცა ნაწილს. სანამ გამოვიდა, როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი იყო უკვე ლიკვიდირებული. დღეს რომ მანქნა წაიყანეს, იმდენად არაფერი არა ჭირს, რომ, ტექნიკურ დათვალიერებაზე, არაფერი არ ჭირს. ალბათ იმ რაღაცა ფორმალობის ფარგლებში გამოიკეთხებოდნენ“ - აცხადებს "პირველებთან" ოჯახის ახლობელი.