ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელს 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

24.10.22 15:42
ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელს 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელი დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.

"ფორმულას" ცნობით, სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. მიზეზი მათი ფორმულაში მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და კაფის დატოვება მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები