კალაძე ჟურნალისტებს: საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ - პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ
რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო? - დედაქალაქის მერის მტკიცებით, გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს. ამ საკითხზე კი მან და მისმა მოადგილემ განმარტებები უკვე გააკეთეს.
მერმა ჟურნალისტები პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა:
პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე.
მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება"- თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, "ტყუილია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო". კალაძის მტკიცებით, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- განაცხადა კახა კალაძემ.