"ყველაზე მეტად შვილების ნაწილში მიჭირს, სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება" - ნიკა გვარამია

24.10.22 17:08
"ყველაზე მეტად შვილების ნაწილში მიჭირს, სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება" - ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ნიკა გვარამიას საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, "მთავარი არხის" დამფუძნებელს უკვირს, რატომ ეკითხებიან - "როგორ ძლებს ციხეში". 

მისი თქმით, ეს მისი არჩევანია და იმ სასჯელს იხდის, რომელიც მას არ ეკუთვნის. 

გვარამიამ თქვა, რომ ყველაზე მეტად შვილების ნაწილში უჭირს: 

"ყველაზე მეტად შვილების ნაწილი მიჭირს, სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება" - ამბობს ნიკა გვარამია.

სიკვდილის გარდა, ყველა გამოცდილება არის ფასეული და საინტერესოა ისიც, რაც ეხლა ჩემს თავს ხდება, არავინ არ იფიქროს, რომ მე მომწონს იქ ყოფნა, ან მარტივია ზოგადად შვილების გარეშე, ცოლის გარეშე, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა. ყველაზე მეტად შვილების ნაწილი მიჭირს, იმიტომ, რომ სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება, აკრძალულ მაქვს, ბავშვებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ამას გადავიტანდი შედარებით მარტივად, მაგრამ, ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე." - თქვა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები