გადაწყვეტილების მოლოდინში - ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მოლოდინში - ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა
კოლეგიის თავმჯდომარის მერაბ ჯორბენაძის თქმით, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი", - მიმართა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.