ვინ გახდება ომბუდსმენი - პარლამენტში სახალხო დამცველის კანიდატების მოსმენა მიმდინარეობს

25.10.22 11:55
ვინ გახდება ომბუდსმენი -  პარლამენტში სახალხო დამცველის კანიდატების მოსმენა მიმდინარეობს

ვინ გახდება ომბუდსმენი - პარლამენტში სახალხო დამცველის კანიდატების მოსმენა დაწყებულია. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს დღეს სამი  კანიდატი უპასუხებს.

პარლამენტში  გასაუბრებზე ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და მარიკა არევაძეს ელოდებიან. სამივე -რასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატია, ამიტომ, სავარუდოდ, მათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა  არ ექნებათ.

შეხვედრა  ადამაინის უფლებათა  კომიტეტის ფორმატში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პირველი, ვინც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს ანა აბაშიძეა. ის სახალხო დამცველის პოსტზე მესამე სექტროის მიერ ყველაზე მეტად მოწონებული კანდიდატია. 

ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ადამიანები, რომლებიც არიან ჩაგრულები, რომლებსაც სისტემა ვერ ხედავს, თუმცა ეს არაფრით არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველს ექნება რჩეული თემები, რომლებზეც იმუშავებს მეტს და სხვა თემებზე ნაკლებს. ეს შინაარსობრივი საკითხი. რაც შეეხება ემოციური, მორალური და პროცესუალური თემები, მე ვფიქრობ, რომ მთავარი გამოწვევა, რაც არის დღეს საზოგადოებაში, ეს არის ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ, - განაცხადა მედიასტან ანა აბაშიძემ. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატეი არცერთ პარტიასტან არ უნდა იყოს აფილირებული, ასეთად კი ხელისუფლების ოპონენტებს ანა აბაშიძე მიაჩნიათ.

ამის მიუხედავად საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მმართველ გუნდს ჯერჯერობით არ სურს. 

ვფიქრობ, რომ ამ გასაუბრების დროს უფრო შემქემნება წარმოდგენა,. წინასწარ რაიმე არ ვიცნობ ადამიანებს უბრალოდ, - ამბობს დავით სერგეენკო.  

ომბუდსმენის პოსტისთვის სულ 19 კანდიდატი იბრძვის, რომლებსაც პარლამენტში ამ დღეებში მოუსმენენ.  

მსგავსი სიახლეები