ვინ მოატყუა ასე მწარედ, რამდენის საფასურად გამწირა - მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული მღვდელი

26.04.21 11:33
ვინ მოატყუა ასე მწარედ, რამდენის საფასურად გამწირა - მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული მღვდელი

24 საათზე მეტი გავიდა სალხინოს მონასტერში მომხდარი დაპირისპირებიდან, თუმდა პოლიციას არავინ დაუკავებია. უწყებაში გამოიკითხა დაზარალებული მამა ანანია, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების დროს ხელის დაზიანება მიიღო. მამა ანანია ამბობს, რომ ის არავის დასჯას არ მოითხოვს. 

მარცხენა მხარი ეხლაც მტკივა, მომხვდა ხელი, რამდენი საქმეა გამოსაძიებელი, ჩემი ერთი დარტყმა არ მგონია, იყოს გამოძიებული. მთავარია, თვითონ მიხვდეს, თვითონ თქვას ბოდიში ხალხის და ერის წინაშე, რომ სასულიერო პირს ხელი დაარტყა. არავის დასჯას არ მოვითხოვ, მთავარია, გამოვიდეს და თქვას, ვინ შეიყვანა ასე ჩიხში, ვინ მოატყუა ასე მწარედ, და რამდენის საფასურად გამწირა მე - ამბობს მამა ანანია კალანდია.