"გელოდებით საკრებულოში" - ოპოზიცია თბილისის მერს რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად იბარებს

25.10.22 11:14
"გელოდებით საკრებულოში" - ოპოზიცია თბილისის მერს რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად იბარებს

სავარაუდო კორუფციული გარიგებები  და სამსახურეობრივი გულგრილობის ჯაჭვი -  ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიცია თბილისის მერს საკრებულოში ოფიციალურად იბარებს. შეგროვებულია ხელმოწერებიც.

საგანგებო ბრიფინგი ხელისუფლების ოპონენტებმა ცოტა ხნის წინ გამართეს და მოუწოდეს კახა კალაძეს, კითხვებზე პასუხების გაცემას ნუ შეუშინდება და საკრებულოში მივიდეს. 

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, ჩვენ გვაქვს შფოთვა, შიში და ჩვენ გვაქვს კითხვები იმასტან დაკავშირებით, არის თუ არა ჩვენი ქალაქი უსაფრთხო. ჩენ, დედებს, მშობლებს, შეგვიძლია თუ არა, რომ უსაფრთხოდ გავუშვათ ჩვენი შვილები გარეთ და ვიყოთ მშვიდად?მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ დღეს ყველას გვაქვს ძალიან დიდი შიში. 

ჩვენ, საკრებულოს გვაქვს უფლება დავიბაროთ მერი და დავუსვათ მას ბევრი კითხვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს ამ ვითარებაში გავაგრძელოთ ცხოვრება. ჩვენ ყველა და ნუ დაგვავიწყდება, რომ მერიაც, საკრებულოც, მთავრობაც და ოპოზიციაც აგვირჩია თბილისმა, აგვირჩეს თბილისელებმა და ჩენ ვალდებულები ვართ, რომ მათ შევუქმნათ უსაფრთხო მომავალი და ვიზრუნოთ მათ უსაფრთხო ცხოვრებაზე. ჩვენი მერი ვდალდებულია მოვიდეს და გასცეს ყველა კითხვას პასუხი.

ნუ ჩავთვლით ჩვენს ხალხზე და ბავშვებზე ზრუნვას პოლიტიკურ სპეკულაციად, იმიტომ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება და რასაკვირველია, ეს პირველ რიგში, არის მერის ვალდებულება. 
ჩვენ გელოდებით, ბატონო კახა, საკრებულოში, რათა ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი და მშობლებს ჰქონდეთ სიმშვიდე, რასაც ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ,- განაცხადა ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ. 

 

სპეციალურ ბრიფინგზე სიტყვით "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც გამოვიდა. ოპოზიციის წევრმა რიგგარეშე სხდომის თარიღი და დრო დაასახელა. 

სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისთვის, რომ გაექცეს კითხვებს არღვევს კანონს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევეს კანონს. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელები თბილისელებსი წინაშე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც არსებობს. დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, დავსვათ კითხვები კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრული შემადგენლობა, 5 ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია თბილისის საკრეულოში და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები  კიდევ ერთხელ სრული შემაგდენლობით ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის  მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 1 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, - განაცხადასაბა ბუაძემ.  

 

 

მსგავსი სიახლეები