"შეშინების მიზნით ამოიღო ხელყუმბარა" - თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების საქმე თავდაყირა დგება

25.10.22 11:24
"შეშინების მიზნით ამოიღო ხელყუმბარა" - თბილისის  ცენტრში მომხდარი აფეთქების საქმე თავდაყირა დგება

თბილისის  ცენტრში მოხმდარი აფეთქების საქმე თავდაყირა დგება. სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაღიძის ქუჩაზე თავადცვის მიზნით აამოქმედა.

ლევან მარტიაშივილი ირწმუნება, რომ ის თავს გამტაცებლებისგან იცავდა, ყველაფრის თქმას კი მძიმე დანაშაულში ბრალდებული სასამართლო პროცესზე აპირებს.

35 წლის დაკავებული ამტკიცებს, რომ 4 შეიარაღებული პირი მას გატაცებას უპირებდა. მოტივი, კი მისი ძმაკაცი იყო, რომლის ადგილსამყოფელის თქმასაც მარტიაშვილს აიძულებდნენ.

ადვოკატი ამბობს, რომ ლევან მარტიაშვილი არ იცნობს არც ერთ პირს, რომლებიც ახლა ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში გადიან მკურნალობას.

უფლებადამცველის თქმით, ლევან მარტიაშვილის ძმაც დაჭრილია.

 ჩატენეს ავტომობილში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. არაფერს არ სთხოვდნენ, ემუქრებოდნენ უბრალოდ სიცოცხლის მოსპობით. გამოძიების ვერსიით, ეს ადამიანები კონფლიქტში არიან მის ახლობელთან. ხელყუმბარა იპოვა თავის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეშინების მიზნით ამოვიღე უბრალოდ, თორემ მოქმედებაში მოყვანა არც ვიცოდიო. როდესაც გაძვრა ე.წ. კალიცო, მიუხედავად იმისა, რომ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, შევაცურე მანქანის ქვეშო. როდესაც დაინახა, რომ მის ძმაზე ვიღაც ძალადობდა და გადმოვიდა და მიემართებოდა მათი მიმართულებით, მაშინ არის გასროლა და უკან არის დაჭრილი. მოვითხოვთ იმას, რომ საპატიმრო გირაო იქნას შეფარდებული“. - ამბობს ადვოკატი.

გახმაურებული საქმის განხილვა ზუსტად ერთ საათში დაიწყება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარტიაშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, ლაღიძის 8 ნომერში 22 ოქტომბერს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები