სასამართლოში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმები კაკულიების პროცესი იწყება
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმები კაკულიები სასამართლოში მიიყვანეს.
დღეს მოსამართლე ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტის თვითმხილველებს მოუსმენს. თუმცა, სერგი ქურთიაშვილის დაჭრის ფაქტს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.
პროკურატურამ კაკულიებისგან აღირებითი ჩვენება ვერც ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მიიღო.
კრიმინალურ ავტორიტეტ ძმებს, პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის ოჯახი მკველობის დამკვეთებად ასახელებს.
დღევანდელ სხდომაზე, რომელი წუთი-წუთზე დაიწყება სასამართლოში, დეტექტივი დაიკითხება.
ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
ცნობილია, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.
ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს, ჩაცხრილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკველობისთვის დაკავებული აკო ჭელიძე ციხეში 17, ხოლო გიორგი კავილაძე 16 წელს გაატარებს