ქვეყნის წინსვლასა და უკუსვლაზე "ოცნებაა" პასუხისმგებელი - ნინო დოლიძე ნედ პრაისის განცხადებაზე

25.10.22 13:31
ქვეყნის წინსვლასა და უკუსვლაზე "ოცნებაა" პასუხისმგებელი - ნინო დოლიძე ნედ პრაისის განცხადებაზე

ბაიდენის ადინისტრაციის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება.

ნინო დოლიძის თქმით, რეფორმების გატარების კუთხით მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ამიტომაც ქვეყნის წინსვლასა და უკუსვლაზეც სწორედ „ოცნებაა“ პასუხისმგებელი.

ყველა აცნობიერებს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, იმიტომ, რომ რიგი რეფორმების გატარებას საერთოდ არ სჭირდება მთელი პარლამენტის უმრავლესობა და მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება თავისი უმრავლესობით ამ რეფორმების გატარება. 

ამიტომ, პირველ რიგში, მმართველი პარტიაა პასუხისმგებელი ყველა იმ წინსვლასა და უკუსვლაზე, რომელიც დღეს არის“. - ნინო დოლიძე.

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ,,ქართული ოცნებას" ქვეყნის უკუსვლაში ადანაშაულებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.  „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ნედ პრაისი. 

მსგავსი სიახლეები