აფეთქება თბილისის ცენტრში - ლევან მარტიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია

25.10.22 13:53
აფეთქება თბილისის  ცენტრში - ლევან მარტიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია

თბილისის  ცენტრში მომხდარი აფეთქება - ლევან მარტიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია, თუმცა მას ბევრი არაფერი უთქვამს. 

სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა თქვა, რომ ის თავს იცავდა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მარტიაშვილმა თქვა, რომ სწორედ ამ მიზნით აამოქმედა მის ხელთ არსებული ხელყუმბარა 4 პირის მისამართით და შეაგდო იმ ავტომობილის ქვეშ, სადაც თავადაც იჯდა.

ჩემს თავს ვიცავდი და ჩემს ჯანმრთელობას. ჩემს სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომაც არ ვეთანხმებიწ აყენებულ ბრალს". - განაცხადა ამრტიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლო სხდომაზე დაკავებულის ადვოკატმა პატიმრობის გირაოთო შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მარტიაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარტიაშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, ლაღიძის 8 ნომერში 22 ოქტომბერს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები