"ნუ გოიმობთ" - ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ობუდსმენის კანდიდატის მოსმენის დროს დაუპირისპირდნენ. ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წევრმა "ქართული ოცნება" ე.წ. შპარგალკებით" მიღებული წინასწარ შეთანხმებული კითხვების დასმაში დაადანაშულა.
ღუდუშაურმა ინფორმაცია კატეგორიულად უარჰყო და თქვა, რომ ეს არა "შპარგალკა", არამედ მისი სამუშაო ვორდია, სადაც კანდიდატებისთვის დასასმელი კიტხვები ჰქონდა მომზადებული.
ვიღაცას უნდა, რომ ქვის ხანაში იყოს და როგორც ჩანს, ქალბატონი ანა ერთ-ერთია, წითლიძე, რომელიც ქვის ხანაში არის. ქალბატონ ანას არ აქვს, ჩვენდასამწუხაროდ, გონებრივი იქნება ეს თუ ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ თვითონ მოამზადოს კითხვები და ერთი კითხვასც კი არ დაუსვამს. ინტელექტუალურ-გონებრივი შესაძლებლობა არ გიწყობთ ხელს... დიახ, ეს ასეა, მიიღეთ ფაქტი. ეს არის ტანამედროვე ტქნოლოგია, დღესი აქეთ იცოდეთ და ნუ გოიმობთ..., - თქვა სხდომაზე ღუდუშაურმა.
პარლამენტი დილიდან ომბუდსმენის კანდიდატებს უსმენს. პირველი, ვისაც დეპუატტემა მოუსმინეს, ანა აბაშიძე იყო. მმართველმა პარტიამ არასამათვრობო სექტორის და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიტდატს, ფატქობრივად, დაკითხვა მოუწყვეს.
ამ წუთებში კი პარლამენტი კიდევ ერთ კანდიდატს, მარიკა არევაძეს უსმენს.