მურუსიძის დაბრუნება სასამართლო სისტემის გარანტად, სასაცილოა - ანა აბაშიძე

25.10.22 15:28
მურუსიძის დაბრუნება სასამართლო სისტემის გარანტად, სასაცილოა - ანა აბაშიძე

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატთან, ანა აბაშიძეს გასაუბრება დასრულდა. ამ წუთებში დეპუტატები მეორე კანდიდატს, მარიკა არევაძეს უსმენენ.

მმართველი პარტიის "დაკითხვის" შემდეგ აბაშიძეს კითხვები მმართველი პარტიის რადიკალური  ფრთის წარმომადგენლებმა დაუსვეს. გურამ მაჭარაშვილმა მას ჰკითხა, გერმანიის ელჩის მიმართ მისიდ ამოკიდებულება უნდა შეფასდეს თუ არა თავდასხმად. 

გარდა ამისა, კანდიდატმა დღეს სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, ფარულ მიყურადებასა და გამოუძიებელ კრეფსებზეც ისაუბრა.

ამ სასამართლოს სჭირდება გაცილებით მეტი იმისთვის, რომ ის იყო თავისუფალი ყველა ტიპის მიკერძოებისგან. იყოს მართლაც თავისუფალი. ბოლო რამდენიმე დღის წინ რაც მოვისმინეთ, რომ ბატონი მურუსიძე საქართველოში ბრუნდება სასამართლოს სისტემის თავისუფლების გარანტად, ჩემთვის ეს ცოტა სასაცილოა, - აღნიშნა აბაშიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუაბრება მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები