თუ ხელისუფლება დამოკიდებულებას არ შეცვლის დასავლეთის მიმართ, უფრო მკაცრი ღონისძიებებია მოსალოდნელი - გიგაური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება დამოკიდებულებას არ შეცვლის დასავლელი პარტნიორების მიმართ, მათგან უფრო მკაცრი ღონისძიებებია მოსალოდნელი.
ძალიან ხშირად ჩვენი დასავლელი პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დასავლეთს უნდა, რომ საქართველო ჩაერთოს ომში. ამიტომაც, როდესაც ამ აბსურდულ დეზინფორმაციაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან ჩართულები, ეს არის პრობლემა ქვეყნის რეპუტაციისთვის და ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამათ იციან, რომ ქართველი ხალხი ემხრობა დასავლეთს, მაგრამ კითხვები აქვთ ჩვენი მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს არის პრობლემა და რაც დროზე მიხვდება ამას მთავრობა და რაც სწრაფად შეცვლის თავის დამოკიდებულებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, მით უკეთესი. სხვა შემთხვევებში მოსალოდნელია უფრო მკაცრი ღონისძებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“. - ამბობს ეკა გიგაური.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ქართული ოცნებას ქვეყნის უკუსვლაში ადანაშუალებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტკური მემკვიდრეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ გამოიწვია უკუსვლა“ - ამბობს სახელწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ნედ პრაისი.