შესაძლო კორუფციული გარიგება - ანა დოლიძე ENKA-სთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

26.04.21 12:46
შესაძლო კორუფციული გარიგება - ანა დოლიძე  ENKA-სთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

ანა დოლიძე პროკურატურას ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანიის, ENKA-ს, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიებას სთხოვს. დოლიძის თქმით, მთავრობამ კონსტიტუციის დარღვევით, მიწებს სტატუსი შეუცვალა იმისთვის, რომ ის უცხოელი ინვესტორისთვის მიეყიდა. ანა დოლიძე მოითხოვს, საგამოძიებო უწყებამ დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებებს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს. 

როგორც იცით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კონსტიტუციური აკრძალვა, სასოფლო-სამეურნეო მიწა არ მიეყიდოს უცხოელებს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებს, ამავე დროს სწორედ ამ ხელისუფლებამ შეუცვალა მიწის სტატუსი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გახადა არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, იმისთვის რომ გადაეცა ENKA-სთვის. ამით ფაქტობრივად ამ ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თვითონ მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, ათასობით ჩვენს მოქალაქეს უჭირს, უჯდება თვეები ,საერთოდ ეკრძალება მიწის გაყიდვა უცხოელებზე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ კავშირი გავლენიან პირებთან. ანუ აღმოჩნდა,რომ კონკრეტულად ეს მიწის ნაკვეთები კონსტიტუციის დარღვევით იქნა შეცვლილი მათი სტატუსი. იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლითაც ხდება ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ხელყოფა, დაადგინონ ,ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს" - ამბობს ანა დოლიძე

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ან უცხოურ კომპანიაზე გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.