საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის საქმის განხილვა დაიწყო. დღეს პროცესზე მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსანდრე სამხარაძე. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გოგაშვილის დაცვის სამსახურის უფროსი საბრძოლო მასალას სახლში უკანონოდ ინახავდა.
წინასწარ არის ცნობილი ალექსანდრე სამხარაძის პოზიცია. ის ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სახლში დარჩა ვაზნები, რომელსაც ის სუსში მუშაობის დროს იყენებდა. ამიტომ პროცესზე მისი ადვოკატი გირაოს მოთხოვნის საკითხს დააყენებს.
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ალექსანდრე სამხარაძეს მიუსჯიან, ეს იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას. თუ ის საპროცესო შეთანხმებაზე დაგვთანხმდება, ნამდვილად ჩავთვლით, რომ ეს არ არის სოსო გოგაშვილის მიმართ მორიგი პოლიტიკური შურისძიება, ხოლო თუ არ დაგვთანხმდება, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მთლიანად ეს სისტემა ცდილობს, ალექსანდრე სამხარაძე გამოიყენონ სოსო გოგაშვილზე ზემოქმედების მოისახდენად - ამბობს სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სუსის ყოფილ თანამშრომელს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.