ღირსეული ცხოვრება სტუდენტებს! - აქცია პარლამენტთან

26.10.22 13:46
ღირსეული ცხოვრება სტუდენტებს!  - აქცია პარლამენტთან

პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა აქციის ფონზე მიმდინაროებს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები. ისინი მოითხოვენ რომ 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს საერთო საცხოვრებლის აშენება, რომელიც ჯერ გეგმაში არ დევს.

დღეს არის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ დაფიქისრებული იყოს საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით პოზიცია, რათა სახელმწიფოს მხრიდან გამოიყოს შესაბამისი თანხმები იმისთვის რომ საერთო სტუდნტური საცხოვრებელი აშენდეს. აუცილებლია, რომ კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა გაიაზრონ თავისი როლი ამ პროცესში“ - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი 

თსუ-ს სტუდენტები აღნიშნავენ რომ ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებელ, ჯაბა სამუშიას  შეხვდნენ,  ახლა კი დეპუტატებთან შეხვედრა სურთ, რათა პრობლემებზე ისაუბრონ.

საქართველოში არის სტუდენტების ნაწილი და არა ცოტა, რომლებსაც ჭირდებათ საერთო საცხოვრებელი. პარლამენტარები კი  უნდა დაეხმარონ თავიანთი უფლებამოსილებით, რომ სტუდენტებს ქონდეს საცხვორებელი“ - ამბობს სტუდენტი. 

აქციაზე შეკრებილები აღნიშნავენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პარლამენტარებს გააგონონ თავიანითი ხმა და დაიწყონ სტუდენტებზე ზრუნვა.

,,გვინდა რომ პარლამენტარებმა გაიგონ ჩვენი ხმა, თუ არ ესმით თსუს პირველი კორპუსიდან, უკვე პარლამენტთან მოვაკითხეთ რომ დაიწყონ ამაზე ფიქრი. თუ სტუდენტებზე არა სხვაზე ვიზე უნდა იფიქრონ“ - აღნიშნავს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები