კომისია არ უნდა ჰგავდეს ცეკას მდივნების სხდომას - სახალხო დამცველის კანდიდატი შერჩევის პროცესს საბჭოთა კავშირს ადარებს
სახლხო დამცველის კანდიდატი, ლელა გაფრინდაშვილი პირდაპირ და ღიად ამბობს, რომ პარლამენტის მხარდაჭერის იმედი არ აქვს და არც იმის მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი გახდება.
ლელა გაფრინდაშვილი არ მალავს, რომ შერჩევის პროცესი არ მოსწონს და პარალელს საბჭოთა კავშირთან ავლებს.
მე აი იმ კომისიის მუშაობას, რომელმაც იმუშავა ჩვენს შესაფასებლად ვაფასებ უკიდურესად დისკრიმინაციულად. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგენილი კომისია არ უნდა ჰგავდეს ცეკას მდივნების სხდომას. მე ახლა ისეთი გულუბრყვილო არ ვარ, რომ პარლამენტის მხარდაჭერსი იმედი მქონდეს და როცა შემომქონდა საბუთები უკვე ვიცოდი, რომ მე სახალხო დამცველი ვერ გავხდებოდი. კომისიის წინაშე რომელიღაცა კონკრეტული კონკურსანტის მიმართ არის კითხვები . კომისიის წევრს, ერთს მაინც არ უნდა დაებადოს სურვილი, რომ ეს კონკურსანტი მოიწვიოს კომისიაში და მას დაუსვას კითხვები? რა ხდება მეგობრებო, საბჭოთა კავშირი არის მართლა?“- ამბობს გაფრინდაშვილი.
რატომ ადარებს ლელა გაფრინდაშვილი შერჩევის პროცესს საბჭოთა კავშირს, არ ესმით მმართველ გუნდში.
რაღაცა ეტაპზე კონკრეტული თუ მაგალითად არა უშუალო კომუნიკაციის გზით, არამედ დოკუმენტურად მოახდენენ შეფასებას, ეს რატომ ნიშნავს საბჭოთა კავშირს, როდესაც ამავე პრიოცედრით შემდეგ არის უშუალო კომუნიკაციაც გათვალისწინებული“, - პასუხობს მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტმა სახლხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვირის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
დღეს დეპუტატები კიდევ სამ კანდიდტას მოუსმენენ.