საქართველოში რუსეთის 112 733 მოქალაქე დარჩა

26.10.22 14:44
საქართველოში რუსეთის 112 733 მოქალაქე დარჩა

2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეებიდა 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში დარჩა. ქვეყანაში რჩება ბელარუსის 13 151 მოქალაქეც. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის 25 799 უკრაინელი ცხოვრობს.

ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში 2022 წლის პირველ იანვარს შემოვიდნენ, თუმცა სამშობლოში ამ დრომდე არ დაბრუნებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბრის ოფიციალური სტატისტიკა "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა.

 

მსგავსი სიახლეები