პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, კლასის დამრიგებელი აღარ იქნება
"პედაგოგი ხათუნა კალაბეგაშვილი, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, კლასის დამრიგებელი აღარ იქნება და სასტიკ საყვედურს მიიღებს" - გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო დისციპლინურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, გამოკითხვისას მშობლის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა, თუმცა მასწავლებელმა დაარღვია პედაგოგის ეთიკის კოდექსი, რაც კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას გულისხმობს.
რამდენიმე დღის წინ, მე-2 კლასელ ბავშვს მშობელმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში მის შვილს თანაკლასელები ახრჩობდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ შვილი სასტიკად ნაცემი და ყელზე შემოხვეული მავთულის ნაკვალევით დახვდა.
მშობელი ყვება, რომ თანატოლების მიერ ნაცემ ბავშვზე კლასის დამრიგებელმაც იძალადა.