ბავშვები 19 ოქტომბერს მოიწამლნენ - მერიამ წყლის შემოწმების მოთხოვნით ექსპერტებს 5 დღის დაგვიანებით მიმართა
"პირველებმა" ის ლაბორატორია იპოვა, რომელსაც თბილისის მერიამ სპორტული ცენტრის აუზის წყალი შეამოწმებინა. "მულტიტესტის" დირექტორი, ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მას ექსპერტიზის პასუხების მესამე პირისთვის გადაცემა ეკრძალება.
კალანდაძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, ვინ მიიტანა წყლის ნიმუშები ლაბორატორიაში, თუ თავად ექსპერტები იმყოფებოდნენ აუზზე.
მერიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით კი დგინდება, რომ მათ 24 ოქტომბერს მიმართეს ლაბორატორიას, "მულტიტესტმა" კი დასკვნა 26 ოქტომბერს გასცა.
მშობლები კი აცხადებენ, რომ ბავშვები 19 ოქტომბერს მოიწამლნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ წყლის შემოწმების მოთხოვნით ექსპერტებს 5 დღის დაგვიანებით მიმართა.
გამორიცხულია, არ გავცემთ ინფორმაციას. აი, თქვენ რომ მომიტანოთ ნიმუში და სხვა ტელევიზია მოვიდეს, იმ ქალბატონის მიერ მოტანილი ნიმუშის პასუხები მინდაო... ჩვენ ვართ მესამე მხარე და მესამე მხარეს არ აქვს უფლება, სხვაზე გასცეს ინფორმაცია. ეს ჩვენ მოთხოვნებშიც გვიწერია, ასევე მორალურადაც არასწორია"- თქვა კალანდაძემ.