აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი - გამყრელიძე ინდურ შტამზე

26.04.21 12:54
აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი - გამყრელიძე ინდურ შტამზე

აჟიოტაჟს ნუ შევქმნით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თქვა. გამყრელიძის განმარტებით, ინდური B1617  ჩვეულებრივი მუტირებული შტამია.

ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ დააწესა საქართველომ და ასევე სხვა ქვეყნებმაც შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე. ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერჯერობით არ იციან ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან თითქმის სულ ბრიტანული შტამია როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება ყველა იმ ვაქცინას, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტნაკლები ეფექტურობით“, - განაცხადა გამყრელიძემ.