ფოთში 23 წლის მამაკაცს ეძებენ - სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს
ფოთში 23 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს და მასში მყვინთავები და მაშველები არიან ჩართულები. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვის მიმდებარედ დააფიქსირეს. ოჯახს მომხდარზე ვერსიები არ აქვს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.