მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც ავტომობილი აფეთქდა - უბედური შემთხვევა რუსთავში

26.10.22 19:53
მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც ავტომობილი აფეთქდა - უბედური შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. 

დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მძღოლია, ხოლო მეორე გამვლელი ქალი. ის სასწრაფომ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აქვს.

აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივი აირის გაჟონვაა.