ბავშვების მოწამვლა მერიის აუზში - დოკუმენტი, რომლითაც კალაძე თავს იმართლებს, ინტოქსიკაციიდან ხუთი დღის შემდეგ გაიცა

26.10.22 20:15
ბავშვების მოწამვლა მერიის აუზში - დოკუმენტი, რომლითაც კალაძე თავს იმართლებს, ინტოქსიკაციიდან ხუთი დღის შემდეგ გაიცა

ბავშვების მოწამვლა მერიის აუზში - დოკუმენტი, რომელითაც დღეს კალაძე თავს იმართლებდა, მასობირვი ინტოქსიკაციიდან ხუთი დღის შემდეგ არის გაცემული, ხუთ დღეში ქლორის კვალი კი წყალში უბრალოდ გაქრებოდა. 

ირკვევა, რომ წყლის ნიმუშები კვლევისთვის 24 ოქტომბერს გააგზავნეს. მშობლები კი ამბობენ, რომ ბავშვების მასობრივი მოწამვლის ფაქტი 19 ოქტომებრს მოხდა. ხუთი დღის შემდეგ აუზში ქლორის ზედოზირების კვალი, რა თქმა უნდა, აღარ დარჩებოდა. 

50-ზე მეტი ბავშვის მოწამვლის ამბავი მშობლებმა და მწვრთნელებმა გაახმაურეს, ქლორით მოწამლულ მწვრთნელის, კი რომელიც მერიისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა, მუნიციპალური აუზის დირექტორი დაემუქრა. უთხრა რომ ამბის გახმაურებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის კახი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის მეგობარია  და ვერავინ შეეხებოდა. 

უკვე მეორე დღეა მერია თავის მართლების რეჟიმშია, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ჯერ კახი კალაძემ ლაბორატორიული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ტყუილია აუზში ბავშვების მოწამვლის ამბავი, შემდეგ კი ამბის გახმაურება შიდა დაპირისპირება დაუკავშირა.

მშობლების და მწვრთნელების  პროსტესტის  შემდეგ კი თბილისის მერიის აუზი დახურულია. დღეს დილით „იმედს“ ბოქლომი დაადეს და  განცხადება გამოაკრეს რომ  კომპლექსი აღარ  მუშაობს. 

გამოძიების დაწყება დღეს აუზთან საკრებულოს ოპოზიციამაც მოითხოვა. სარევიზიო კომისიის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გომელაურის უწყებას სავარაუდო დანაშაულზე ინფორმაცია მიაწოდეს და შედგენილ ოქმს ხელიც მოაწრეს. 

ვრცლად, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები